ძირითადი დებულებები
ქართული რეფერატული ჟურნალი (ქრჟ) 2000 წელიდან გამოდის. ის ერთადერთი რეფერატული ჟურნალია საქართველოში, რომელიც თავს უყრის საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური სფეროს პერიოდული გამოცემების, სამეცნიერო-კვლევითი და უმაღლესი სასწავლებლების შრომათა კრებულების, დეპონირებული შრომების, დისერტაციების და სამეცნიერო მონოგრაფიების რეფერატებს.
ქრჟ პოლითემატურია. რეფერატები დალაგებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის სამეცნიერო დარგების კლასიფიკატორის მიხედვით.