პროექტის აღმწერი ინფორმაციის სისტემაში ჩატვირთვის პროცედურას აწარმოებს პროექტის ხელმძღვანელი ან მის მიერ შერჩეული სპეციალისტი - ინფორმაციის წარმდგენი. ამისათვის მან უნდა გაიაროს საიდენტიფიკაციო რეგისტრაცია, როგორც სისტემაში ჩატვირთულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელმა სპეციალისტმა. თუ ის ჯერ არ არის იდენტიფიცირებული ე.ი. არა აქვს მინიჭებული მომხმარებელის სახელი (User Name) და პაროლი (Password), მან კვლევითი პროექტის სავალდებულო რეგისტრაციის პირველ საფეხურზე უნდა გაიაროს საიდენტიფიკაციო რეგისტრაცია, რის შემდეგ მიიღებს მომხმარებლის სახელს (User Name-სა) და პაროლს (Password-ს). ამ პროცედურის გავლის შემდეგ შესაძლებელია უშუალოდ კვლევითი პროექტის რეგისტრირების პროცედურის შესრულება - კვლევითი პროექტის აღმწერი სარეგისტრაციო მონაცემების (ანკეტის) ჩატვირთვა სისტემაში. ეს პროცედურა პირობითად შედგება ხუთი ნაბიჯისაგან. ყოველ ნაბიჯზე ხდება პროექტის აღმწერი მონაცემების გარკვეული ჯგუფის ჩატვირთვა (მაგ. ბიბლიოგრაფიული აღწერილობა, შემსრულებელი ორგანიზაცის მონაცემები, ავტორთა შემადგენლობის და სხვ.).