ქართული რეფერატული ჟურნალი (ქრჟ) გამოდის 2000 წელიდან. ის ერთადერთი
რეფერატული ჟურნალია საქართველოში, რომელიც თავს უყრის საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური
სფეროს პერიოდული გამოცემების, სამეცნიერო-კვლევითი და უმაღლესი სასწავლებლების
შრომათა კრებულების, დეპონირებული შრომების, დისერტაციების და სამეცნიერო მონოგრაფიების რეფერატებს.
ქრჟ პოლითემატურია, რეფერატები ინდექსირებულია OECD კლასიფიკატორის (FOS) მიხედვით.
ქრჟ ორენოვანია, გამოდის ქართულ და ინგლისურ ენაზე. პერიოდულობაა 2 ნომერი წელიწადში.
ISSN 1512-0775; E ISSN1987-5800;
DOI:
https://doi.org/10.36073/1512-0775