საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმოადგენს საქართველოში სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის დარგში მოთავე ორგანიზაციას. იგი მრავალდარგოვანი და დარგთაშორისი საინფორმაციო ცენტრია. ტექინფორმი ახორციელებს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ძიების, შეგროვების, კლასიფიკაციის, ანალიზისა და სინთეზის, შენახვისა და გავრცელების სფეროში სამეცნიერო- კვლევით, ტექნოლოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობას.
ქართული რეფერატული ჟურნალი (ქრჟ) ტექინფორმში 2000 წლიდან გამოდის. ის ერთადერთი რეფერატული ჟურნალია საქართველოში, რომელიც თავს უყრის სამეცნიერო-ტექნიკური სფეროს 100-მდე დასახელების პერიოდულ გამოცემებში ასახულ პუბლიკაციების რეფერატებს. ქრჟ პოლითემატურია, რეფერატები დალაგებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამეცნიერო დარგების კლასიფიკატორის მიხედვით.