წიგნში „პროფესიონალი მდივანი“ წიგნი I განხილულია საქმიანი სფეროს ურთიერთობები, დეტალურად არის მოცემული თათბირების ჩატარების, თათბირებზე აქტიური მონაწილეობის, ტელეფონის გამოყენების, საქმიანი წერის და თავდაჯერებულობის გამომუშავების წესები და რჩევები. რჩევები, რომელიც დაეხმარება მდივანს კომპანიაში თავისი როლის შემოქმედებით შესრულებაში. წიგნი განკუთვნილია მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისთვის, მენეჯმენტის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის, ხელმძღვანელი მუშაკებისთვის.
რედკოლეგია: ჯონ სპენსერი, ადრიან პრუსი. მთარგმნელი: ლ. გოთოშია. გამომცემლობა - ტექინფორმი. გამოცემის წელი - 2002, 226 გვ. რედაქტორი - ფ. წოწკოლაური. ტექნიკური რედაქტორი - მ. ღოღელიანი.