წიგნის „შევიცნოთ მომხმარებელი“ ქართულ ენაზე გამოცემა დაეხმარება მკითხველს უკეთ გაიგოს მომხმარებლის ქცევა და მისი პროგნოზირება, რადგან ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება წარმოუდგენელია მომხმარებლის საჭიროებების, მოთხოვნილებების, ინტერესების, ქცევის გათვალისწინების გარეშე. წიგნი წარმოადგენს სამეცნიერო პრაქტიკულ სახელმძღვანელოს და განკუთვნილია ბიზნესმენებისათვის, მენეჯერებისათვის და სტუდენტებისათვის. წიგნი ასევე საინტერესოა ფართო მკითხველისათვის.
რედკოლეგია: ქრის რაისი. მთარგმნელები: ო. შატბერაშვილი, ნ. შატბერაშვილი. გამომცემლობა - ტექინფორმი. გამოცემის წელი - 2001, 365 გვ. რედაქტორი - მ. თედიაშვილი. ტექნიკური რედაქტორი - მ. ღოღელიანი.